20 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
ტკბილეული, სათამაშოები, გალაკონცერტები და გრანდიოზული ფოიერვერკები - ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ზეიმი გრძელდება

ყვარელი, რუსთავი, შუახევი, ხონი - ქვეყნის მუნიციპალიტეტში საახალწლო ზეიმი გრძელდება. განწყობას ქალაქებში მოწყობილი გამოფენები, საახალწლო სოფლები და თბილისიდან ჩასული ცნობილი მომღერლები ქმნიან.

ტკბილეული, სათამაშოები, გალაკონცერტები და გრანდიოზული ფოიერვერკები - გასართობი აქტივობები ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანზეა გათვლილი. 

საახალწლო ღონისძიებები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს. საშობაო სოფლები ქვეყნის მასშტაბით სტუმრებს 63-ივე მუნიციპალიტეტში 14 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

დღის ამბები