20 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
"დაისაჯონ დამნაშავე ექიმები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში" - საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახი პოლიციაში გამოკითხეს

7 საათს გაგრძელდა ქუთაისის კლინიკაში, საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ოჯახის წევრების გამოკითხვა.

სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა გამოძიებას ნათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა. მათი თქმით, გამოძიებას ნდობას უცხადებენ, იმედი აქვთ, რომ მათთვის სასურველი შედეგი დადგება და დამნაშავე დაისჯება.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს ოჯახის წევრები გამოძიების პერიოდში ექიმისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვენ. სესილი ბუბუტეიშვილი ქუთაისის კლინიკაში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში გარდაიცვალა. ოჯახი მომხდარში კლინიკას ადანაშაულებს.

"მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია მომხდარის შესახებ, პაციენტის კლინიკაში შეყვანის დღიდან გარდაცვალებამდე. გავიარეთ აბსოლუტურად ყველა დეტალი. ნამდვილად არ იყო მარტივი პროცესი, ემოციური ფონიც, რა თქმა უნდა იყო დიდი. ჩვენი მოთხოვნა და მიზანი არის ის, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაისაჯონ დამნაშავე ექიმები," - განაცხადა გარდაცვლილი გოგოს დამ.

დღის ამბები