03 მაისი 2024,   08:28
ვრცლად
"ომიკრონის" სწრაფად გავრცელების ფონზე, ქვეყნები სავალდებულო ვაქცინაციას აწესებენ

ევროპის კონტინენტზე "ომიკრონი" სწრაფად გავრცელებას აგრძელებს. კონტინენტის ათეულობით ქვეყანაში ყოველდღიურად რეკორდული რიცხვები ფიქსირდება. მთავრობებისთვის ვაქცინაციის აქტიური კამპანია ჯანდაცვის სერვისებზე ზეწოლის შესამსუბუქებლად მთავარ პრიორიტეტად იქცა.

იტალიის მსგავსად, სადაც 50 წელს გადაცილებულებისთვის აცრა სავალდებულო გახდა, 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის იმავე მიდგომას საბერძნეთიც გეგმავს. ლონდონის საავადმყოფოებში პერსონალის დეფიციტის გამო სამხედროების, მათ შორის, არმიის ექიმების განთავსება დაიწყეს.

ბრაზილიამ Pfizer-ისგან პედიატრიული ვაქცინები შეიძინა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, თვის ბოლოსთვის, 5 წლიდან ბავშვების ნებაყოფლობით ვაქცინაციას იწყებს.

ავსტრალიაში კი ინფიცირების მატების ფონზე ახალი სამხრეთ უელსის შტატში მალე ვაქცინის მე-3 დოზა წინა ხაზზე მომუშავეთათვის სავალდებულო გახდება.

დღის ამბები