20 ნოემბერი 2024,   13:18
ვრცლად
ვინ არის ქალი, რომელმაც "აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის "აიცერი და მოიგეს" შემაჯამებელი გათამაშება 31 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართა. 122  349 ვაქცინირებულ ადამიანს შორის, ყველაზე იღბლიანი 27 წლის ანა ნოზაძე აღმოჩნდა. ის "ფაიზერის" ვაქცინით ზაფხულში ბათუმში დასვენების დროს აიცრა.

ანა მშობლებთან და ძმასთან ერთად ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. ის დროებით უმუშევარია, მოგებული თანხით კოსმეტოლოგიური კაბინეტის გახსნას გეგმავს.

ახალი წლის ღამეს მოგებული 100 ათასი ლარი ანა ნოზაძეს 7 იანვარს გადაეცა. ამით ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია "აიცერი და მოიგე" დასრულდა. ლატარია 13 სექტემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით იმართებოდა.

მთლიანობაში მოგებულია 2 მილიონ 700 ათასი ლარი, რომელიც გადანაწილდა 17 055 ვაქცინირებულ მოქალაქეზე.

დღის ამბები