ევროპაში მიმდინარე აქციებსა და მათზე ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ ეხმიანება.
"ქართულ ოცნებაში" კვლავ ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ საქართველოში აქციებზე გამოვლენილ ძალადობაზე ხელისუფლების რეაგირება ბრიუსელიდან მკაცრად იგმობა, ანალოგიური ქმედება ევროპაში ძალოვანების პრინციპულობად და კანონის დაცვად ფასდება.
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზურაბ რურუა განმარტავს, რომ ბრიუსელს საქართველოს ხელისუფლების, მათ მიერ მართული წარმომადგენლებით ჩანაცვლება სურდათ.
"ევროკავშირის მხრიდან ძალადობა თითქოსდა ხელისუფლების შენარჩუნებით და მათთვის მყარად დგომის პრინციპად ფასდება, ხოლო ჩვენთან ეს სხვანაირად აღიქმება.
ეს პირდაპირ იმას მიანიშნებს, რომ ამ სტრუქტურებს უნდოდათ, ჩვენი ხელისუფლება ჩაენაცვლებინათ ისეთი მმართველობით, როგორიც არის დღევანდელი ჩვენი ოპოზიცია, რომელიც იქნებოდა მარიონეტული, რომელიც იქნებოდა მათ მხრიდან მართული და მარტივად შეასრულებდა იმ დავალებებს, რაც დღეს ევროკავშირში აწყობთ და რაც არის მათი გამოძახილი", - განაცხადა ზურაბ რურუამ.