21 დეკემბერი 2024,   18:24
ვრცლად
2 წლის ბავშვმა დედა დაჭრა - შემთხვევა აშშ-ში, სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მოხდა

2 წლის ბავშვმა დედა და მცირეწლოვანი დედმამიშვილი დაჭრა. შემთხვევა ტეხასის შტატში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის პარკინგზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვმა იარაღი მშობლების მანქანაში შემთხვევით იპოვა.

პოლიციის განცხადებით, გამჭოლმა ტყვიამ დედა მკლავში დაჭრა, შემდეგ კი მცირეწლოვანს ფეხში მოხვდა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები