09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
თურქეთში ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას 28 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, 28 ადამიანი ემსხვერპლა თურქეთში სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ სურუკში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებას. ხელისუფლება ტერაქტის უკან ისლამურ სახელმწიფოს მოიაზრებს. ინციდენტს კი ქვეყნის მასშტაბით აქციები და პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

სტამბოლსა და ანკარაში გამოსული მომიტინგეები ერდოღანის ხელისუფლებას ტერორისტული დაჯგუფების მიმართ უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. თავად პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მომხდარზე უკვე გააკეთა კომენტარი და ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

აფეთქების შემდეგ გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები თურქეთ-სირიის საზღვარზე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები