20 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
უსიმპტომო პაციენტებისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების დროს რეკომენდირებულია 10 დღე - საკარანტინო ვადების შემცირებაზე მსჯელობა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საკარანტინე ვადების შემცირებასთან დაკავშირებით განხილვები დაწყებულია და უახლოეს დღეებში კარანტინის დროები საბოლოოდ ჩამოყალიბდება. 

მისივე თქმით, ეს ცვლილება "ომიკრონის" შტამის განსხვავებულმა ფორმამ გამოიწვია. 

"​საკარანტინე ვადების შემცირება, ძირითადად დაკავშირებუილია "ომიკრონის" შტამის განსხვავებულ ფორმასთან და იმასთან, რომ ინფიცირების პერიოდი შედარებით ნაკლებია, ვიდრე აქამდე არსებულ შტამებზე იყო.

გამომდინარე აქედან, თუ პირი არის უსიმპტომო, მისთვის იზოლაციაში ყოფნა საკმარისია 8 დღის განმავლობაში, სიმპტომების დროს, რეკომენდირებულია 10 დღე, თუ საჭიროა, შესაძლოა მეტი დროც. ამიტომ, ჩვენ გავივლით რეკომენდაციას და შევჯერდებით ოპტიმალურ რეჟიმზე, რომ კიდევ ზედმეტი დატვირთვა არ იყოს არასაჭირო ილოზაციასთან დაკავშირებით," - განმარტავს თამარ გაბუნია.  

დღის ამბები