უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები და ამიტომ, საბჭოს რეკომენდაციაა, რომ კურორტზე მყოფმა დამსვენებლებმა რეგულაციები, მათ შორის პირბადის ტარების წესი დაიცვან.
"ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე განსაკუთრებულადაა მომატებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ვინც სამთო კურორტებზე დასასვენებლადაა ჩასული, დაიცვას რეგულაციები, რაც ქვეყანაშია. განსაკუთრებით აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე.
ამასთან, გრძელდება ორას ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო მეტად ინტენსიფიკაცია და ბუსტერ დოზის გაკეთება," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ