31 აგვისტო 2026,   17:10
ვრცლად
"გამჭვირვალობის კანონი" იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ, ამ კანონმა გამოაჩინა, სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან - შალვა პაპუაშვილი

„გამჭვირვალობის კანონი“ იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის პოსტს.

მისივე თქმით, ამ კანონმა გამოაჩინა, "სინამდვილეში ვინ დგას ყველა მავნებლობის უკან". 

„გადავხედოთ სულ მცირე 6 წლის ისტორიას, 2020 წლის არჩევნების შემდეგ და შევაფასოთ რა როლი ჰქონდათ გარედან დაფინანსებულ ორგანიზაციებს. საქართველოში არეულობის მოწყობის მცდელობებში რა როლი ჰქონდათ ე.წ. პარტიებს, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ მათი ამომრჩევლების ნების შემსრულებლები ყოფილიყვნენ, გარედან დაკვეთების შემსრულებლები არიან.

ყველა ამ არეულობის მცდელობაში და 2020-ით, რომ დავიწყოთ - გაყალბებული პარალელური დათვლით, რომელზეც ჩვენ მაშინ კიდევ გარკვეული შეღავათი გავიწიეთ მათ შორის იმ უცხოელებს, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებდნენ „ისფედს“ და შევეცადეთ, რომ ზედმეტი ესკალაცია არ ყოფილიყო მათ შორის ჩვენი კომენტარებით მაგრამ ვნახეთ, რომ ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინათ მაშინ თუნდაც USAID-ის, რომელმაც მაშინ იცოდა და ამერიკის ელჩმა, რომელმაც იცოდა, რომ „ისფედი“ ყალბ მონაცემებს ავრცელებდა, რომ გაეაზრებინათ, რომ ასე არ შეიძლება ქართველი ხალხის ნებაზე ზემოქმედება, ნაცვლად ამისა ვნახეთ, რომ უარესი გააკეთეს 2024 წელს.

სამწუხაროდ, იმის გამო, რომ 2020 წელს ჩვენ მაინც გვქონდა იმედი, რომ ის ევროპული ორგანიზაციები და ზოგიერთი სახელმწიფო მათ შორის აშშ-ის მაშინდელი ადმინისტრაცია გაიაზრებდა 2020 წლის გაკვეთილს და აღარ შეეცდებოდა ქართველი ხალხის ნებაში ჩარევას, 2024 წელს მათ უარესი გააკეთეს,. პირდაპირ ელჩები იყვნენ ჩართული არჩევნებში, პირდაპირ აფინანსებდნენ პარტიულ საარჩევნო კამპანიას. შეგახსენებთ დანიის საელჩოს დაფინანსებას, როდესაც მთელი კამპანია ჰქონდათ დაფინანსებული. მერე ვნახეთ, ვისაც ისინი აფინანსებდნენ ეს ხალხი პირდაპირ პოლიტიკაში აღმოჩნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია მთელი თავისი შემადგენლობით და გარდა ამისა ის პარტიები, რომლის კამპანიასაც აფინანსებდნენ.

ასე რომ, ეს როლი ნათელია და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება ვინაიდან მაშინ ეს ორგანიზაციები, საელჩოები, ქვეყნები ამოფარებული იყვნენ NGO-ების ზურგს უკან, ჰქონდათ წარმოსახული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ თითქოს ეს არის ქართული ორგანიზაციებისთვის, რომელიც თავისი დღის წესრიგით მოქმედებენ, სინამდვილეში ეს იყო დაკვეთა გარედან. როგორც პარალელური დათვლის შედეგები იყო დაკვეთა USAID-ის და ის, რომ არ პირადად ჩვენ, შეხვედრებისას გვატყუებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.

სწორედ „გამჭვირვალობის კანონი“ ამიტომაც იყო და არის დღემდე მტკივნეული მათთვის, ვისაც მავნე მიზნები აქვს გარედან საქართველოს მიმართ. ამ კანონმა გამოაჩინა სინამდვილეში ვინ დგას ყველა ამ მავნებლობის უკან, ვინ დგას გაყალბებულ პარალელური დათვლების უკან, ვინ დგას საქართველოს ეკლესიაზე თავდასხმების უკან, ვინ დგას ლგბტ პროპაგანდის უკან. სინამდვილეში ეს არის არა ქართული დღის წესრიგი, არამედ ეს არის გარედან თავს მოხვეული დღის წესრიგი. ამიტომაც ვხედავთ გარედან განსაკუთრებულ რეაქციებს. კარგი ტესტი არის, ვისაც განსაკუთრებული რეაქცია აქვს „გამჭვირვალობის კანონზე“ ეს ის ხელისუფლებებია, რომელსაც საქართველოს მიმართ აქვთ მავნე მიზნები და ამით საკუთარ თავს ამხელენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები