ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე, არჩილ ყაზაიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. მას ბრალი ოჯახურ ძალადობაში ედება. ფაქტი ოზურგეთის მერიის პრესსამსახურმა დაადასტურა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" განუცხადეს, რომ ყაზაიშვილი 126 პრიმა მუხლითაა დაკავებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე იგი სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა.