09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
პრო რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში 3 კილომეტრით უკან დაიხიეს

პრო რუსმა სეპარატისტებმა უკრაინის აღმოსავლეთში ფრონტის ხაზიდან 3 კილომეტრით უკან დაიხიეს.

სეპარატისტების ლიდერის განცხადებით, ისინი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მოქმედებენ.

მიუხედავად ამისა უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, გუშინ სეპარატისტებმა მათი მისამართით დაახლოებით 40-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

პარალელურად, უკრაინის აღმოსავლეთში მალაიზიური ავია ლაინერის ჩამოვარდნიდან ერთი წლის შემდეგ, რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოზე საკუთარი რეზოლუციის პროექტი გაიტანა, რაზეც ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს.

მოსკოვი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ავია კატასტროფის ფაქტზე ტრიბუნალის შექმნას.

 

 

 
დღის ამბები