20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ოზურგეთში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი გახსნა

დღეს ოზურგეთში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ტექნოპარკი გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრნენ.

ტექნოპარკი იქნება ფიზიკური სივრცე, სადაც ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსებია თავმოყრილი და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს.

ტექნოპარკი სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს გააერთიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები შექმნან, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

დღის ამბები