09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
უკრაინაში დონეცკთან ახლოს კვლავ შეტაკებებია

უკრაინის ხელისუფლება პრორუს მებრძოლებს კვლავ ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ დილიდან საარტილერიო შეტევა ხორციელდება დონეცკთან ახლოს მდებარე სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

პრორუსმა მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს ქალაქის აეროპორტის მიმართულებითაც, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

სეპარატისტების ლიდერები კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმება სამთავრობო ძალებმა დაარღვიეს. მათივე თქმით, დონეცკში იერიშების შედეგად ერთი ბავშვი დაიჭრა.

პარალელურად ეუთის სადამკვირვებლო მისია პრორუსი მებრძოლების მიერ ბრძოლის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს. ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, პირიქით, რეგიონში რუსული შეიარაღების ინტენსიური გადაადგილება შეიმჩნევა.

დღის ამბები