09 ოქტომბერი 2024,   02:30
ვრცლად
გაეროს უშიშროების საბჭომ ირანთან მიღწეული ისტორიული შეთანხმების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ ირანთან მიღწეული ისტორიული შეთანხმების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და მას უშიშროების საბჭოს 15-მა წევრმა მისცა ხმა.

რეზოლუცია ვენაში მიღწეული შეთანხმების თანახმად 10 წლის განმავლობაში ირანისთვის დაწესებული ყველა სახის სანქციის გაუქმებას ითვალისწინებს იმ პირობით თუ თეირანი შეთანხმებით აღებულ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელმომწერი რომელიმე მხარე, შეთანხმების პირობებს დაარღვევს.

გაეროს უშიშროების საბჭო 30 დღის ვადაში ისევ შეიკრიბება და რეზოლუციას ხელახლა უყრის კენჭს.

ამავე თემაზე
დღის ამბები