09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
ნასამ კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის ახალი ფოტოები გაავრცელა

ნასამ დედამიწის ახალი ფოტოები გაავრცელა, რომელიც კოსმოსიდანაა გადაღებული. მაღალი ხარისხის ფოტომასალა ნასას ობსერვატორიის სატელიტზე დამონტაჟებულმა კამერამ ერთი მილიონ 600 ათასი კილომეტრის მანძილიდან გადაიღო.

კამერის ობიექტივში დედამიწის დასავლეთ ნახევარსფერო მოექცა. ფოტოზე ჩრდილო ამერიკა, ჩრდილო პოლუსი, კარიბის კუნძულები და სამხრეთ ამერიკის ნაწილია ასახული.

ნასაში აცხადებენ, რომ სპეციალური კამერა ყოველდღიური გადაღების რეჟიმზე გადაჰყავთ, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს დეტალურად შეისწავლონ მზის აქტივობა და დაადგინონ როგორ ზემოქმედებს ეს პროცესები დედამიწის ატმოსფეროზე.

დღის ამბები