უამინდობამ შიდა ქართლში პრობლემები შეექმნა - ცუდი ხილვადობისა და მოყინული გზის გამო რამდენიმე ავარია მოხდა იგოეთი-გორის მონაკვეთზე.
კლინიკა "გორმედის" ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილ იქნა 6 პირი, მათ შორის 4 ბავშვი.
ავტომანქანების მოძრაობა ლიპყინულის გამო ღამის მანძილზე შეფერხებული იყო თბილისი-იგოეთის და პირიქით მონაკვეთზე.
მანქანები მოძრაობდნენ ნელი სვლით, რადგან გზის სავალ ნაწილზე ტექნიკური მარილი არ იყრებოდა. ასევე ინტენსიური თივის გამო გართულებული იყო მხედველობა.