თოვლმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. გარეუბნებში გარკვეული შეფერხებები ამ დრომდე რჩება. გადაადგილება უჭირთ, როგორც ქვეითებს, ასევე ავტომობილებს.
დიდთოვლობის გამო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის ქუთაისი-საირმის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული ქსანი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზეც. აქაც მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.