20 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
დიდთოვლობა აჭარაში - თოვას და ქარბუქს სინოპტიკოსები 18 იანვრამდე პროგნოზირებენ

დიდთოვლობაა აჭარაში - მაღალმთიან სოფლებში ნალექის საფარი ერთ მეტრს აღწევს. ადმინისტრაციულ ერთეულებთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზები აქტიურად იწმინდება, თუმცა ინტენსიური თოვის გამო ჯერ ვერ ხერხდება სოფლების შიდა გზების გაწმენდა. სინოპტიკოსები კი თოვას და ქარბუქს 18 იანვრამდე პროგნოზირებენ.

"ამ წუთის მდგომარეობით მუშაობს 14 ერთეული ტექნიკა, 20 მიმართულებით ხდება გზების გაწმენდა. რაც შეეხება შუქებს, რამდენიმე მთებში შუქი არ გვაქვს, თუმცა "ენერგო პრო ჯორჯია" მუშაობს და იმედს ვიტოვებთ, რომ შუქიც აღდგება," - ამბობს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალმთიან აჭარაში სულ 60 ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს. გზის ინტენსიური წმენდითი სამუშაოები გვიან ღამით დაიწყო და ამ დრომდე დაიწყო. ძირითადი პრობლემა გახლავთ შიდა სასოფლო გზებიდან ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ გზებზე. სწორედ აქ არის შეზღუდვები გადაადგილებაზე და ამ გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

რაც შეეხება ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ დამაკავშირებელ მაგისტრალს, ამ გზაზე რეკომენდებულია გადაადგილება მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით.

დღის ამბები