რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. მაგისტრალებზე გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთებზეც.
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.