19 აპრილი 2024,   13:54
ვრცლად
ტრაგედია წალენჯიხაში - შვილის მიერ ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას დედა ემსხვერპლა  

ტრაგედია წალენჯიხაში - ქალი შვილის მიერ ტირის თოფიდან შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. 53 წლის ქალს ჭრილობა კისრის მიდამოში ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

"უბედური შემთხვევა იყო კი, ძალიან ტკბილი ოჯახი, იქიდან ერთი ხმა არ გაგვიგია. ყველა შეესწრო, მამა, დედა, შვილი," - ამბობენ ადგილობრივები.

გარდაცვლილის ცხედარი კლინიკიდან ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები