საქართველოს მასშტაბით ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის, იმუნიზაციის პროცესისა და ვაქცინაციის წამახალისებელი 200 ლარიანი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა თიანეთელ მოსახლეობას მიაწოდეს. ადგილობრივებს აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მასშტაბით, ანალოგიური სახის საინფორმაციო კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.