25 აპრილი 2024,   17:56
ვრცლად
ხანძარია ფოთში - ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა, სრულად დაიწვა 

ხანძარია ფოთში - ცეცხლი კოსტავას 5-ნომერში მდებარე 4 სართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად ბინა, რომელშიც ცეცხლი გაჩნდა სრულად დაიწვა, მის გვერდით მდებარე ბინა კი ნაწილობრივ. არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სხცვა საცხოვრებელ ფართებზეც.

ადგილზე 6 სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა, მაშველებმა ცეცლი სრულიად ლოკალიზება შეძლეს, ამ ეტაპზე კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევა კოსტავას ქიჩაზე დღეს დილით მოხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

დღის ამბები