24 აპრილი 2024,   07:03
ვრცლად
გორის მერი ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში სოფელ შავშვების მცხოვრებლებს შეხვდა

რთული ეპიდვითარების ფონზე, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოფელ შავშვების მცხოვრებლებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა მიაწოდა. საუბარია 200 ლარიანი წამახალისებელი პროგრამის ერთი თვით გახანგრძლივებაზე, ასევე, ას ლარიან დანამატზე 50 წლის ასაკის ზემოთ, ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს ვაქცინაციასა და პანდემიასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც.

დღის ამბები