"დაგდაგანი", "ლაუდსფიქერსი" და ჯგუფი "წერილი"- რას უსმენს საქართველო - ყველაზე დიდი მუსიკალური პლატფორმა Spotify გასული წლის ქართველი მსმენელის მუსიკალურ გემოვნებას აჯამებს.
ქართველი მელომანები უპირატესობას მშობლიურ და თანამედროვე არტისტებს ანიჭებენ. 2021 წლის კვლევა შვედური მუსიკალური სტრიმის გიგანტმა ჩაატარა, რომელსაც ყოველთვიური 381 მილიონი მსმენელი ჰყავს.
უცხოელი მუსიკოსებიდან კი ქართველები ქანიე უესტსა და კორეულ ბენდ BTS-ს ამჯობინებენ.