09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
შეთანხმება უკრაინასა და პრო რუს სეპარატისტებს შორის ეუთოს შუამავლობით

უკრაინამ და პრო რუსმა სეპარატისტებმა ეუთოს შუამავლობით შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების ფრონტის ხაზიდან უკან დაწევას ითვალისწინებს.

შეთანხმება ე.წ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული, თუმცა ის ოფიციალურად ხელმოწერილი ჯერ არ არის.

პრო რუსი სეპარატისტები კი აცხადებენ, რომ ისინი მესამე დღეა ფრონტის ხაზიდან უკან დახევას განაგრძობენ. მათი თქმით, ისინი თებერვალში, მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობებს იცავენ.

 

 

 
დღის ამბები