09 ოქტომბერი 2024,   02:22
ვრცლად
რამდენიმე ათასიანი აქცია კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე

უკრაინული რევოლუცია ახალ ფაზაზე გადადის - ეს განცხადება მემარჯვენეების ლიდერმა, დიმიტრი იაროშმა უკრაინის ცენტრში გამართულ რამდენიმე ათასიან აქციაზე გააკეთა.

მემარჯვენე სექტორის მხარდამჭერები მშვიდობიან აქციას კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად შეუერთდნენ.

აქციის ორგანიზატორებმა კი მთავრობას საკუთარი მოთხოვნები გააცნეს, მათ შორის არის უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლველად, მემარჯვენე სექტორის სამხედრო კორპუსის ოფიციალურად აღიარება, რაც მათ იარაღის ტარების უფლებას მისცემს.

 
დღის ამბები