09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

თავისი ხმაურიანი გამოსვლებით მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატი, მილიარდელი დონალდ ტრამპი.

სამხრეთ კაროლინაში ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრაჰამს გამარჯვების შანსი არ აქვს, რადგან მისი რეიტინგი ძალიან დაბალია.

დონალდ ტრამპმა ჩინეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ჩინური დელეგაციებისთვის შეერთებული შტატები სახელმწიფო ვახშამს არ უნდა მართავდეს და მხოლოდ სწრაფი კვების ობიექტებში უმასპინძლდებოდეს.

საკუთარი გამონათქვამების გამო დონალდ ტრამპი არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. ბოლო ინციდენტი კი სენატორ ჯონ მაკკეინთან იყო დაკავშირებული.
მილიარდელმა თქვა, რომ ის სამხედრო გმირობას არ იმსახურებს, რადგან ტყვედ ჩავარდა.

 

 

 

 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები