09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია სტამბოლში

პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა საპროტესტო აქცია სტამბოლში. უკვე მეორე დღეა მოქალაქეები თურქეთის სასაზღვრო ქალაქ სურუჩში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

სამართალდამცველებმა მათ დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქვეყნის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფეთქების უკან ისლამური სახელმწიფო იდგა, ხოლო თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც 30-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უკვე იდენტიფიცირებულია.

 
დღის ამბები