პირველად ქართული სპორტის ისტორიაში - 2023 წელს ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის, მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. საქართველო ერთ-ერთია იმ 14 ქვეყანას შორის, რომელმაც ფრისტაილის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა.
ახალი სათხილამურო ტრასები და საბაგიროები, ხელოვნური ტბები გათოვლიანებისთვის, - ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი 2023-წლამდე უნდა დასრულდეს.
ტურნირისთვის აქტიურად ემზადებიან ქართველი სპორტსმენები, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ წარმატებით იასპარეზეს შვეიცარიაში. საქართველოს მთავრობის, საქართველოს სათხილამურო ფედერაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივი ძალისხმევის შრომის შედეგს, მსოფლიო მომავალ წელს იხილავს.