20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ვაქცინაციის კამპანიის და მასთან დაკავშირებული წამახალისებელი პროგრამების პოპულარიზაციის მიზნით ტყიბულში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.

პირველი შეხვედრა მუნიციპალიტეტის თეატრის დარბაზში შედგა, რომელსაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობაც დაესწრო. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა მთავრობის წამახალისებელი კამპანიის შესახებ ისაუბრა, რომელიც 50 წლისა და მეტი ასაკის მქონე მოქალაქეებზე, COVID-19-ის საწინაამდეგო ვაქცინით პირველადად აცრის შემთხვევაში, 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ითვალისწინებს. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში დამატებით 100 ლარს მიიღებენ.

მერმა აღნიშნა, რომ კამპანია მოიცავს მოსახლეობის სრულად ინფორმირებას, რისთვისაც ცალკეულ ლოკაციებზე იუშავებენ სპეციალური ჯგუფები, მისივე ჩართულობით. შეხვედრაზე დარიგდა სპეციალური საინფორმაციო ფლაეირები.

დარბაზში მსხდომთ პანდემიასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და იმუნიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრნენ დარგის სპეციალისტები. შეხვედრა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

დღის ამბები