"რესპუბლიკა გურია" - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის პრემიერაც ოზურგეთის თეატრში გაიმართა. ინოვაციური წარმოდგენა კონკურსის "კულტურის სფეროში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა" - გამარჯვებულია.
რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა სპექტაკლი არავერბალური ფორმით წარმოადგინა.
პრემიერას, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თეა წულუკიანი, ოზურგეთის მერი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.