09 ოქტომბერი 2024,   02:21
ვრცლად
ხორვატიაში ტყეები იწვის

ხორვატიაში ცეცხლი სამხრეთ რეგიონში მდებარე ტყე-პარკს რამდენიმე დღის წინ მოედო და უკვე დასახლებებს მიუახლოვდა.

სტიქიამ რამდენიმე რეგიონში ვენახები და ზეთის ხილის პლანტაციებიც გაანადგურა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. მაშველების ინფორმაციით ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტიქიის ზონაში მეხანძრეთა დამატებითი ჯგუფები და ავიაცია იგზავნება. ვარაუდობენ რომ ხანძრის გაჩენის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა. ბოლო პერიოდში ხორვატიის სამხრეთში 40 გრადუსიანი სიცხეები ფიქსირდება.

დღის ამბები