9 დაშავებული მეშახტიდან 8 თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს.
რაც შეეხება დანარჩენ დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი.
მედიკოსების შეფასებით, დაშავებულებს ძირითადად სასუნთქი გზების დაზიანება აღენიშნებათ.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში აფეთქება წუხელ მოხდა, დაშავებულები თბილისში გვიან ღამით გადმოიყვანეს.