27 ივლისი 2024,   04:31
ვრცლად
გურჯაანში 70 წლამდე ქალის განზრახ მკვლელობაში დადანაშაულებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

მამაკაცს, რომელსაც 70 წლამდე ქალის განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ, დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში 2 დღის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 42 წლის მამუკა მოკვერაშვილს ლეილა ბეგიაშვილთან შელაპარაკება შემოვიდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა. გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევია.

დღის ამბები