28 აგვისტო 2026,   07:36
ვრცლად
ტრაგედია ხობში - ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში, ხანძრის შედეგად მამა-შვილი დაიღუპა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გარდაცვლილია 28 წლის შვილი და 56 წლის მამა. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

ადგილზე სამაშველო ბრიგადები მუშაობდნენ. მამა-შვილის ცხედარი ექსპერტიზაზე წუხელვე გადაასვენეს.

ტრაგედიის ამსახველი ვიდეო, სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა

დღის ამბები