29 აგვისტო 2026,   01:04
ვრცლად
Moderna-მ აივ ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა დაიწყო

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ, არაკომერციულ სამეცნიერო კვლევით ორგანიზაცია IAVI-სთან ერთად აივ ინფექციის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის ადამიანებზე ცდები დაიწყო. Moderna-ში აცხადებენ, რომ კლინიკური ცდების პირველი ეტაპზე, პირველ მონაწილეებს უკვე გაუკეთეს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელიც ინფორმაციული რნმ-ის (mRNA) ტექნოლოგიით არის დამზადებული.

ექსპერიმენტულ ვაქცინას სხეულში შეჰყავს აივ-სპეციფიკური ანტიგენები, რომლებმაც იმუნური პასუხი უნდა აღძრან. ეს ანტიგენები IAVI-სა და Scripps Research-ის მეცნიერებმა შექმნეს.

შარშან ჩატარებული ცდების შედეგად გაირკვა, რომ აივ ანტიგენებმა მონაწილეთა 97%-ში სასურველი იმუნური პასუხი წარმოქმნა; ამჟამინდელი ცდით კი შეამოწმებენ ვაქცინის ძირითად და "ბუსტერ" ვერსიებს.

ახალი კვლევა ნაწილობრივ დაფინანსებულია ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მიერ. მასში მონაწილეობს 56 აივ-უარყოფითი ზრდასრული ადამიანი, რომლებზეც შეამოწმებენ ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას. 48 მონაწილე პირველადი ვაქცინის სულ მცირე ერთ დოზას მიიღებს, რომელთაგან 32-ს "ბუსტერსაც" გაუკეთებენ. დარჩენილი რვა მონაწილე მხოლოდ "ბუსტერ-ვაქცინას" მიიღებს.

დღის ამბები