28 აგვისტო 2026,   07:38
ვრცლად
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა 9 თებერვალს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა. სხდომა გადაწყვეტილებების გარეშე 9 თებერვლამდე გადაიდო.

ბექა ლატარიას ადვოკატის, გიორგი ლაღიძის თქმით, მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

"მოსამართლემ მოგვცა მხარეებს გონივრული ვადა და 9 თებერვალს განახლდება პროცესი. საერთო ჯამში, მიგვაჩნია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, ასევე, დავაყენეთ დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ ბექა ლატარია 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა,"-აცხადებს ადვოკატი.

პროკურორის თქმით, მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ დააყენა, მოსამართლე კი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 9 თებერვალს გამოაცხადებს. 

"ამ ეტაპზე, ორივე მხარემ დავაყენეთ მტკიცებულებების დაუშვებლობა და ამ შემტხვევაში გადადო შემდეგ პროცესამდე, რათა მოისმინოს პოზიციები და მიიღოს გადაწყვეტილება. როგორც შესვლამდე გახდა ცნობილი, ერთი ბრალდებული აპირებს ნაფიც მსაჯულტა სასამართლოს არჩევას, თუმცა, საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება უნდა დააფიქსირონ პროცესზე,"-აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე. 

ბრალდებულებს გასულ კვირას ახალი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალი დაუმძიმდათ. 

 

დღის ამბები