03 მაისი 2024,   09:05
ვრცლად
პრეზიდენტმა პუტინს განუმარტა, რომ თუ რუსეთი ესკალაციის გზაზე დარჩებოდა, ჩვენ ჯარების განლაგების კორექტირებას მოვახდენდით - ჯენ ფსაკი

ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში კიდევ ერთხელ განმარტეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, NATO-ს ევროპელ მოკავშირეებთან დამატებითი ძალების განლაგების შესახებ.

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, კოლექტიური თავდაცვის შესახებ, მე-5 მუხლის მიმართ, ამერიკის ვალდებულებას.

"ესკალაციის დაწყების და საზღვარზე ძალების გაზრდის შემდეგ, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინს განუმარტა, რომ თუკი რუსეთი ესკალაციის გზაზე დარჩებოდა, ნებისმიერი აგრესიის შესაკავებლად და თავის დასაცავად, ჩვენ განლაგების კორექტირებას მოვახდენდით.

ეს ჯარები უკრაინაში არ შედიან და უკრაინაში არ იბრძოლებენ. ეს ამერიკის ვალდებულებაა, გათვალისწინებული მე-5 მუხლით, რეგიონში პარტნიორების მხარდაჭერის დასადასტურებლად," - ამბობს თეთრი სახლის პრეს სპიკერი, ჯენ ფსაკი

დღის ამბები