გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა. უწყებაში ფაქტს ადასტურებენ და განმარტავენ, რომ დაწესებულებაში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
სუსის ცნობით, ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.
"გიდასტურებთ, რომ გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა," - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.