5 ივლისის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება. გამოკითხვაზე დღეს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტები და ოპერატორი იმყოფებიან.
პროცესი რამდენიმე ეპიზოდს ეხება, მათ შორის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გადამღებ ჯგუფზე ძალადობას და ლექსო ლაშქარავას საქმეს.
"დღევანდელ სხდომაზე დამიბარეს და საერთო სურათი დავხატე იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა 5 ივლისს და როგორ ძალადობდნენ მედიაზე. მე არ მაძლევდნენ საშუალებას განმეხორციელებინა ჟურნალისტური საქმიანობა, მიშლიდნენ ხელს, მათგან მოდიოდა გინება, ლანძღვა და დამცირების ქვეშ ვიყავით ჟურნალისტები. ვთვლი, რომ ეს ადამიანები კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ," - აცხადებს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი გიორგი პერტია.