20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
სტიქია გურიაში - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

სტიქია გურიაში - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეწყერი ჩამოწვა, დაზიანებულია შიდა სასოფლო გზა. ამ წუთებში ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, ასევე მობილიზებულია  ყველა შესაბამისი სამსახური, რათა გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს და მოსახლეობამ გადაადგილება შეუფერხებლად შეძლოს.

მეწყრული პროცესის განვითარება სოფელ ზემოხეთში იანვრის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა და ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.

ვითარებას გურიის მხარის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ადგილზე გაეცნენ.

 

დღის ამბები