06 მაისი 2024,   05:25
ვრცლად
ეპიდვითარება ევროპაში შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს - რა ოპტიმისტურ ნიშნებს ხედავს ჯანმო-ს ევროპის დირექტორი

კოვიდპანდემიის მხრივ ვითარება ევროპაში შესაძლოა მალე გაუმჯობესდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის დირექტორი ამბობს, რომ ამას ხელს ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი, ზამთრის დასრულება და "ომიკრონის" ვარიანტის სისუსტე შეუწყობს.

თუმცა ორგანიზაციაში თვლიან, რომ აღნიშნული ოპტიმისტური სცენარი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ქვეყნებში ვაქცინაციის აქტიური კამპანია გაგრძელდება.

სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ კანონმდებლობას მხარი დაუჭირა ავსტრიის პარლამენტის ზედა პალატამ, კომპანია "ნოვო-ვაქსის" ვაქცინა კი 18 წელს გადაცილებულებში გამოსაყენებლად დაამტკიცა დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა.

შეზღუდვებს ამსუბუქებს პორტუგალია, სადაც ჩასულ მგზავრებს უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ და მხოლოდ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტები მოეთხოვებათ.

დღის ამბები