20 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურა და ზედა სასუნთქი გზების დაზიანება - რატომ უნდა მიმართოთ ამ სიმპტომების შემთხვევაში ექიმს დაუყოვნებლივ

22 263 ინფიცირებული და 39 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - სტატისტიკის მიხედვით დადებითობის დღიური მაჩვენებელი 30.16%-ია. 

ეპიდემიოლოგები მომდევნო კვირას გადამწყვეტად მიიჩნევენ და არ გამორიცხავენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობამ ამის შემდეგ უკვე კლება დაიწყოს.

როგორც ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის კლინიკური საბჭოს წევრი დეა ნიჟარაძე
აცხადებს, კლინიკურ სექტორის მიმართ მომართვიანობა არის ძალიან გაზრდილი. 

"ყოველდღიურად მომართვიანობა არის ძალიან მაღალი."ომიკრონით" გამოწვეულ ინფექცია ძალიან ჰგავს გრიპის ვირუსის შედეგად გამოვლენილ კლინიკურ ნიშნებს, ზუსტად იგივეა - ზედა სასუნთქი გზების დაზიანება. არის ყელის ტკივილი, სურდო, ტემპერატურა, ამიტომ მნიშვნელოვანია სიმპტომების გამოვლენისთანავე მივმართოთ ოჯახის ექიმს,"- აცხადებს დეა ნიჟარაძე. 

პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ გეგმაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ნახევარ წელიწადში მთელი მოსახლეობის 70 %-ის აცრაა.

დღის ამბები