06 მაისი 2024,   01:34
ვრცლად
რუსეთის აგრესიის შეკავება - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის საუბარი შედგა​

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რუსეთის აგრესიის შეკავების შემდგომი საკითხები განიხილეს. სატელეფონო საუბრისას ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას მიმდინარე კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შედეგები გააცნო.

ბლინკენი და კულება რუსეთის აგრესიის შეკავების სტრატეგიის შემუშავების ნაბიჯებზე შეთანხმდნენ და რუსეთის წინააღმდეგ კოორდინირებული ევროატლანტიკური სანქციების მომზადების საკითხზე ისაუბრეს.

მხარეებმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებების საკითხიც განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდებში რუსეთი კონსტრუქციულ პოზიციას გამოიჩენს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანს რუსეთის შესაძლო ფაბრიკაციულ ქმედებებზე ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

პარალელურად კი, თურქეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს.  

დღის ამბები