06 მაისი 2024,   05:59
ვრცლად
ემანუელ მაკრონის ინიციატივით, შარლ მიშელთან, ალიევთან და ფაშინიანთან ვიდეოკონფერენცია გაიმართა

ილჰამ ალიევის, ნიკოლ ფაშინიანის, შარლ მიშელისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგა. მედიის ცნობით, შეხვედრა ემანუელ მაკრონის ინიციატივით განხორციელდა.

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციაზე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის განვითარების ასპექტები განიხილეს, მათ შორის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხები და სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება.

სომხური მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებისა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობით სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

დღის ამბები