06 მაისი 2024,   01:51
ვრცლად
391 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში - ინფექციის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, ქვეყნები რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი უკვე 391 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აჭარბებს.

ინფიცირების სწრაფად გავრცელების მიუხედავად, სახელმწიფოები რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობენ. ორშაბათიდან მალტაში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება, ზაფხულამდე კი ქვეყანაში რეგულაციების სრულად გაუქმების საკითხს განიხილავენ.

შეზღუდვები მსუბუქდება შვეიცარიაშიც, სადაც დისტანციური მუშაობის საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოიხსნა. შეზღუდვების გაუქმების საკითხს განიხილავენ კანადაშიც.

"ვირუსთან საბრძოლველად რამდენიმე ბერკეტი გვაქვს. ერთ-ერთი ვაქცინებია, რომლებიც ვირუსის წინააღმდეგ ძალიან ეფექტურია, განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანები ბუსტერ დოზით აიცრებიან. ეს ერთ-ერთი საშუალებაა რაც რისკების შემცირების შესაძლებლობას იძლევა," - ამბობს კანადის პრემიერ-მინისტრის სამეცნიერო მთავარი სამეცნიერო მრჩეველი მონა ნემერი.

დღის ამბები