20 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა. 

შენობაში ამჟამად 14 მოხუცი ცხოვრობს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა. 

ადგილზე უკვე იმყოფებოდა ზარალის დამთვლელი კომისია. როგორც მერიაში აცხადებენ, თავშესაფარს დროებით გადახურავენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა და გადახურვის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

დღის ამბები