22 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
უნიკალური აღმოჩენა თბილისში - ეკუთვნის თუ არა ავჭალაში აღმოჩენილი ნეშტი ამორძალ ქალს

1927 წელს გაკეთებული უნიკალური აღმოჩენა თბილისში, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა - ავჭალაში ცნობილმა არქეოლოგმა გიორგი ნამორაძემ 95 წლის წინ სამარხი გახსნა, სადაც სამხედრო პატივით დაკრძალული ქალის ნეშტი აღმოჩნდა.

არქეოლოგის ყურადღება სამარხში არსებულმა ბრინჯაოს ხმლის ფრაგმენტმა, თავის ქალაზე მიყენებულმა ჭრილობამ და იმ სამკაულებმა მიიქცია, რომელიც მეცნერების მტკიცებით ძველი წელთააღრიცხვით მე-11 -მე-9 საუკუნეებში ამორძალს გარდაცვალების შემდეგ საფლავში ჩაატანეს.

მეცნიერები აუცილებელ კვლევებზე საუბრობენ, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ თითქმის საუკუნის წინ აღმოჩენილი ქალის ნეშტი ნამდვილად ამორძალს ეკუთვნის.

დღის ამბები