09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
ძლიერი ხანძარი ნიუ ჯერსიში

ნიუ ჯერსიში მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ ერთ-ერთ საწყობში გაჩენილი ცეცხლის ჩაქრობას. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

საფრთხის გამო ტერიტორიიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საწყობი სადაც ცეცხლი გაჩნდა, ავტო ნაწილებისთვის იყო განკუთვნილი.

ადგილზე გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებიც მივიდნენ, თუმცა ჰაერში კვამლის შედეგად საშიში ნივთიერებების არსებობა არ დადასტურდა. 

 

 
დღის ამბები